2023 წლის 4 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახაბერ ლაზარაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ბატონმა ღასან ხალილმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებათა ცენტრის დაფუძნებას, ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნასა და გავრცელებას. ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვთა უფლებების პრინციპების ეფექტიანად დასანერგად საქართველოში.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.