იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ დააფუძნა პრემია “Science, She Says!”, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო საქმიანობით გამორჩეული ახალგაზრდა უცხოელი მეცნიერ-მკვლევარი ქალებისთვის (კონკურსში მონაწილე არ უნდა იყოს იტალიის მოქალაქე და მისი მაქსიმალური ასაკი 40 წელია).
პრემია (საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გაცემული დიპლომი და მედალი) გამარჯვებულ მეცნიერ ქალებს გადაეცემა სამეცნიერო ატაშეების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში, ქ. პადუაში გაიმართება.
წარსადგენი საბუთები:
- მოკლე სამოტივაციო წერილი პრიზის მისაღებად (მაქსიმუმ 100 სიტყვა), ხელმოწერილი განმცხადებლის მიერ;
- ძირითადი სამეცნიერო მიღწევები (მაქსიმუმ 1 გვერდი);
- მოკლე CV (მაქსიმუმ 2 გვერდი) მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- განმცხადებლის ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციების სია (მაქსიმუმ 1 გვერდი);
- განმცხადებლის საქმიანობა იტალიის სამეცნიერო საზოგადოებასთან ( მაქსიმუმ 1 გვერდი);
- მხარდამჭერი წერილი ნომინაციისათვის ( მაქსიმუმ 2 წერილი, თითო მაქსიმუმ 1 გვერდი), რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს წარჩინებული მეცნიერების ავტორობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია იტალიის საელჩოში, არაუგვიანეს 2022 წლის 15 სექტემბრის 15:00 სთ-მდე (საქართველოს დროით), ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it
ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერის დაჯილდოებისთვის გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.


