აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 2024 წლის 29 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება ვორქშოპების სერიის პირველი შეხვედრა.
ღონისძიების მიზანია საგანმანათლებლო ორგანიზაციებში ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მიმართ ჰოლისტიკური მიდგომის დანერგვის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში ჩართულ პირთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ვორქშოპის თემატიკა და სადისკუსიო საკითხი: ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის ზოგადი მნიშვნელობა.
მომხსენებლები:
- კახაბერ ლაზარაშვილი – პროფესორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, EEU-ს რექტორი, ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (PMSW);
- ნანა გოგიჩაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი;
- მაია ჯიბუტი – არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ დამფუძნებელი;
- ეკატერინე სანიკიძე – მედიცინის მეცნიერებთა დოქტორი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელი.
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, თანამშრომლები, ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი.
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 29.03.2024, 17:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401


