2023 წლის 7 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ახალ კამპუსში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია.
ზურაბ მხეიძე – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ლაბორატორიის ,,ლაბორატორია Z” ხელმძღვანელი.
საჯარო ლექციაზე ზურაბ მხეიძემ ისაუბრა საკუთარი და სხვისი ემოციების მართვის მნიშვნელობაზე, დროის მენეჯმენტზე
საჯარო ლექციას ქ. თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა დასვეს უამრავი და საინტერესო შეკითხვა, რომლებსაც ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ უპასუხა.
დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების თაობაზე. ასევე, დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი.
EEU-ში გრძელდება სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/eeuabituri/
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8