აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ზუხრა მაცაბერიძე
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის დოქტორი/Doctor Of Law
სწავლის საფასური: 8000 ლარი (ერთი წელი)
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის უპირატესობები:
- პროგრამა ორიენტირებულია უზრუნველყოს სამართლის ცალკეულ დარგებში უახლეს და აქტუალურ მიღწევებზე დამყარებული ცოდნა ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების მეშვეობით;
- სამართლის სფეროში აღიარებული აკადემიური პერსონალი, თეორეტიკოსები და მკვლევარები, ევროპის საუკეთესო პროფესორების ჩართულობა სასწავლო პროცესში;
- კვლევით საქმიანობაში დოქტორანტთა ჩართულობა. გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში საუნივერსიტეტო სტიპენდიით მონაწილეობის შესაძლებლობა აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- სამართლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ხარისხის მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის მინიმუმ სამი წლის გამოცდილება.
- საუნივერსიტეტო გამოცდები: ტესტირება ინგლისურ ენასა და გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში.
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში.
დასაქმების სფერო:
- სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიკავოს აკადემიური თანამდებობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
- სამართლის დოქტორს ასევე, შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის დოქტორის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.


