ზურაბ ბეჟაშვილი (ასისტენტ-პროფესორი)
სამართლის პროგრამის დოქტორანტი;
მიმართულება: კერძო სამართალი;
EUIPO საავტორო უფლებების ექსპერტი
ზურაბ ბეჟაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის დოქტორანტი. 2020 წლიდან დღემდე არის EUIPO-ს საავტორო უფლებების ექსპერტი, 2019 წლიდან იკავებს ა(ა)იპ ,,საქართველოს ანტი მეკობრული ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრი. GMI Rights Management-ის დამფუძნებელი, დღემდე – CAVEA Cinemas-ს დირექტორის მრჩეველი საავტორო უფლებების დაცვის საკითხებში.
ზურაბ ბეჟაშვილი ეწევა პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას, ავტორია ნაშრომის: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების როლი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში“. ასევე, არის არაერთი ვორკშოპის, კონფერენციის, საერთაშორისო პროექტის მონაწილე და საორგანიზაციო ჯგუფის წევრი.