
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებას მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურებზე ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებს, ასევე მასწავლებლის მომზადების პროგრამას;
ფაკულტეტის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრირების თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებში.
სტუდენტები მიიღებენ ცოდნას, რომელსაც რეალურად გამოიყენებენ!
განათლების მეცნიერებების ფაკულტეტს გააჩნია ყველა თანამედროვე რესურსი სწავლების მაღალი სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისათვის:
- აკადემიური პერსონალი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.
- პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად გამოიყენება სტუდენტებისთვის შეზღუდვების გარეშე ხელმისაწვდომი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი
- პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით, სტუდენტები გადიან სტაჟირებასა და პრაქტიკას პარტნიორ დაწესებულებებში (…);
- საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან ხაზგასასმელია ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO), ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA), მსოფლიო განათლების მომსახურების ორგანიზაციის (WES, USA) და ა.შ.
- გაცვლითი პროგრამები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები ლონდონის, პრაღის, ლოძის, რიგისა და სხვა უნივერსიტეტებთან საუნივერსიტეტო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობებით;
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო/კვლევითი მუშაობა. გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალი ….