აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებას სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.
ფაკულტეტის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრირების თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებში.
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გააჩნია ყველა თანამედროვე რესურსი სწავლების მაღალი სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისათვის:
აკადემიური პერსონალი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად გამოიყენება სტუდენტებისთვის შეზღუდვების გარეშე ხელმისაწვდომი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, კერძოდ:
- სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ოთახები;
- საკონფერენციო დარბაზი;
- კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ხელმისაწვდომია პროგრამის სილაბუსებით გათვალისწინებული შესაბამისი ბეჭდური და ელექტრონული ლიტერატურა;
- კომპიუტერული რესურს–ცენტრები, ინტერნეტში და შიდა ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკა და ა.შ.
პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით სტუდენტები გადიან სტაჟირებასა და პრაქტიკას პარტნიორ დაწესებულებებში (უზენაესი სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ადვოკატთა ასოციაცია…);
უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული სხვადასხვა იურიდიულ კომპანიასა თუ პროფესიულ კავშირთან, აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოუმუშავდეთ პრაქტიკული უნარები.
გაცვლითი პროგრამები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები ლონდონის, პრაღის, ლოძის, რიგისა და სხვა უნივერსიტეტებთან საუნივერსიტეტო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობებით;
ასევე, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აქტიურად ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო/კვლევითი მუშაობა. გამოიცემა ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ,,თანამედროვე სამართლის მიმოხილვა”