
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა გამოსცა EEU-ს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ფილოსოფიის პროფესორის გიორგი თავაძის მიერ შედგენილი კრებული ,,რელიგია და მეცნიერება: დიალოგი, კონფლიქტი თუ იზოლაცია?“
კრებულში შესული სტატიები რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართებას განსხვავებული პერსპექტივების ჭრილში განიხილავენ (ფიზიკა და რელიგია, ბიოლოგია და რელიგია, კულტურის ანთროპოლოგია და რელიგია და ა.შ.). კრებული საინტერესო იქნება როგორც საკითხით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე, მკითხველთა ფართო წრისთვისაც.
კრებული იხ. ბმულზე