flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი ახორციელებს სწავლებას საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურებზე ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებს, ასევე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;

ფაკულტეტის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრირების თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს  დასაქმების  შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებში.

სტუდენტები მიიღებენ ცოდნას, რომელსაც რეალურად გამოიყენებენ!

განათლების მეცნიერებების ფაკულტეტს გააჩნია ყველა თანამედროვე რესურსი სწავლების მაღალი სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისათვის: 

  • null
    აკადემიური პერსონალი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე როგორც ქართველი, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, კვიპროსი, ავსტრია და ა.შ.) პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთაც აქვთ პროგრამის სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამის პროფილის შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.
  • null
    მატერიალურ-ტექნიკური ბაზები – პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად გამოიყენება სტუდენტებისთვის შეზ­ღუდვების გარეშე ხელმისაწვდომი უნივერსიტეტის საუკეთესო თანამედროვე ინფრასტრუქტურა (უახლესი საინფორმაციო და სკომუნიკაციო ტექნოლოგიები, SMART დაფები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, თანამედროვე ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრები.. )
  • null
    საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები – ხაზგასასმელია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE), დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია  (ADVANCE HE) მსოფლიო განათლების მომსახურების ორგანიზაციის (WES, USA) და ა.შ.
  • null
    გაცვლითი პროგრამები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები ლონდონის, ავსტრიის, ჟენევის,  ბუქარესტის, პრაღის, ლოძის, რიგისა და სხვა უნივერსიტეტებთან საუნივერსიტეტო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობებით და ERASMUS+ გრანტით;
  • null
    სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები და პროფესიული განვითარება –  ფაკულტეტი მართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, ვორქშოპებს, გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალი (შრომების კრებული), ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილია ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ჩართული არიან კვლევით პროექტებში ცნობილი ქართველი და უცხოელი მკვლევრების ხელმძღვანელობით; სტუდენტის კვლევითი და კულტურულ-შემოქმედებითი პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 5000 ლარი გრანტი; უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის ფაკულტეტი მუდმივად აწყობს საჯარო ლექციებს, სასერტიფიკატო კურსებს, ტრენინგებსა თუ დისკუსიებს;
  • null
    დასაქმება – ფაკულტეტის პროგრამების კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია;  პარტნიორი დაწესებულებებში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით,  სტუდენტები და კურსდამთავრებულები გადიან სტაჟირებასა  და პრაქტიკას, ამასთანავე ფაკულტეტი ახორციელებს შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებს, ზრუნავს დასაქმებულ სტუდენტთა სწავლის პროცესში ჩართულობაზე; ფაკულტეტი უზრუნველყოფს პოტენციური დამსაქმებლების მუდმივ მოძიებას და მათთან ინტენსიური თანამშრომლობას, აწყობს დასაქმების ფორუმებს, თემატურ და პროფორიენტაციის შეხვედრებს  და ა.შ.
  • null
    განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს საქართველოში პირველ განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვან) სადოქტორო პროგრამას, რომელიც მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით ხორციელდება და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ნებისმიერი მოდული ან ჩაატარონ კვლევა მიდლსექსის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტში;
  • null
    სტუდენტთა მართვის პროცესებში ჩართულობა  – ფაკულტეტის სტუდენტები არიან განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭოს, ასევე უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს – წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები;
  • null
    ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – ფაკულტეტი სტუდენტებისთვის შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და სთავაზობს სტუდენტზე მორგებულ სასწავლო გეგმასა და ადაპტირებულ გარემოს;
განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი
განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი

ქეთევან აფთარაშვილი  (ასოცირებული პროფესორი)    

განთლების მეცნიერებების დოქტორი;
მიმართულება: განათლების მეცნიერებები;
განათლების დეპარტამენტის უფროსი,  EEU

ქეთევან აფთარაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი,  განათლების დეპარტამენტის უფროსი, განათლების მეცნიერებებისა და კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი;   ის წლებია ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, უფროსის მოადგილე, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი;  2015 წლიდან დღემდე არის მიწვეული სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (NAEC) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტების გამსწორებლად; 2013 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მიღებული აქვს მასწავლებლის განათლების მაგისტრისა და ფილოლოგიის ბაკალავრის კვალიფიკაციები. აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

ქეთევან აფთარაშვილი ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და აქტიურად არის ჩართული კვლევით პროექტებში. ERASMUS+  საგრანტო პროგრამის ფარგლებში პედაგოგიური პრაქტიკა გაიარა ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში (ლინცი). ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციების განათლებისა და სწავლების საკითხებზე. არის არაერთი  საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი,  აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებული“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განვითარების ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში, არის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზატორი.

0
პერსონალი
0
კურსდამთავრებული
0
პარტნიორები

განათლების მეცნიერებები

  • ფაკულტეტის შესახებ
  • ფაკულტეტის საბჭო
  • აკადემიური პერსონალი
  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • ღონისძიებები
  • სამეცნიერო კვლევები
  • კურსდამთავრებულები
  • კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან
  • საკონტაქტო ინფორმაცია

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა (IDP)

https://www.youtube.com/watch?v=29eC_gzHRkA

განათლება საზღვრების გარეშე (EwB)

https://www.youtube.com/watch?v=4U7Rl72z2VE

Calendar

ივლისი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
« სექ    

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University