ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი ნატო ალავიძე, ასოც. პროფესორი ლიზა გოდერძიშვილი
პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტანტი: კანნა რამეშ
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 წელი, 360 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი/ Medical Doctor
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლის საფასური: 5500 დოლარი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
- დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების ან მასთან გათანაბრებული დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის გადალახვა გარდა ინგლისური ენის გამოცდისა. ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 85%+1.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების B2 დონეზე დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნის დონეს მის მიერ შემუშვებული რეგულაციების (ენობრივი კომპეტენციის განსაზღვრის წესი) თანახმად.
აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ სწავლების ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (აღნიშნული პირები საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში);