EEU აცხადებს საბუთების მიღებას საბაკალავრო, სადოქტორო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საბაკალავრო პროგრამები (იხ. ბმული):
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) – 35 ვაკანსია
ინგლისური ფილოლოგია – 15 ვაკანსია
საერთაშორისო ურთიერთობები – 15 ვაკანსია
ერთსაფეხურიანი პროგრამა (იხ. ბმული):
დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) – 15 ვაკანსია
სადოქტორო პროგრამა (იხ. ბმული):
სამართალი – 5 ვაკანსია
დოკუმენტაციის მიღების ვადები
- დოკუმენტაციის მიღება სამართლის სადოქტორო პროგრამაზე – 1-14 მარტი;
- დოკუმენტაციის მიღება საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებზე – 1-19 მარტი;
- გამოცდა (ტესტირება) ინგლისურში (B2) – 15 მარტი, 18:00 სთ (მხოლოდ სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატებისთვის).
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება –
16-19 მარტი; - აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 16-19 მარტი;
- ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება – 20 მარტი;
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას ფაკულტეტზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სსიპ–განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სამართლის სადოქტორო პრორგამაზე მიღების წინაპირობა კონკურსის შემთხვევაში:
- სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე;
- საუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენაში (B2 დონე)
საბუთები მიიღება: 10:00 სთ–დან – 18:00 სთ–მდე, EEU–ს ადმინისტრაციაში, ოთახი 19
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, შატილის ქ. #4.
577 50 53 54; 032 248 01 18