სპეციალური პირობები 2020-21 სასწავლო წელს EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
🔻 ისწავლე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) და მიიღე 30%-იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ორივე წელზე
- სამაგისტრო პროგრამაზე საუნივერსიტეტო დაფინანსებით თქვენი სწავლის ყოველწლიური საფასური ნაცვლად 2500 ლარისა, არის 1750 ლარი;
🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;
🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:
- მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია წარჩინებულთათვის – 600 ლარი ;
- საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტი (სოციალურად დაუცველ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ და ა.შ. პირებზე)
- სასწავლო ვაუჩერი საბაკალავრო პროგრამის EEU-ს კურსდამთავრებულებზე, რომლებიც აგრძელებს სწავლას შემდგომ საფეხურზე ამავე უნივერსიტეტში
- ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი განსაკუთრებული აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
- სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
- უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
- EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირება;
EEU-ში სწავლის პერიოდში შენ გელის:
დეტალები პროგრამისა და განმახორციელებელი პერსონალის შესახებ იხ. ბმულზე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართალი – 160 ვაკანსია
- საჯარო მმართველობა – 60 ვაკანსია
- ადამიანური რესურსების მართვა – 70 ვაკანსია
- ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 50 ვაკანსია
- განათლების კვლევები და ადმინისტრირება – 120 ვაკანსია
- აგრობიზნესის მენეჯმენტი – 15 ვაკანსია
- ურბანული დაგეგმარება – 10 ვაკანსია
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სამაგისტრო პროგრამებზე კანდიდატები ჩაირიცხებიან საერთო სამაგისტრო და საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან არანაკლებ სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი;
- საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას უცხო ენასა და გასაუბრებას სპეციალობაში.
- უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.
- უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – 40 ქულა.
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველმა 2 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადება)=;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დამოწმებული)/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ (დედანი);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ფოტოსურათი (3X4) – ელ-ვერსია CD-ზე;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2) სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია და საჭირო დოკუმენტაცია გამოგზავნოს ელ–ფოსტაზე: maregistration@eeu.edu.ge
შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა MS Teams- ის გამოყენებით. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია, კანდიდატი გამოცდების ჩასაბარებლად გამოცხადდეს უნივერსიტეტში
- რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს/ლინკს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ინგლისური ენის ტესტი.
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ვიდეო-გზამკვლევები:
- ვიდეო-გზამკვლევი – ტესტირება ინგლისურ ენაში (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gamocdama-instruqcia.mp4 )
- ვიდეო-გზამკვლევი – გასაუბრება (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/09/gasaubreba-ma-gamocda.mp4 )
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ინდივიდუალური განრიგის შესახებ ინფორმაცია გამოგეგზავნებათ შეტყობინების სახით
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ქ. თბილისი, შატილის ქ. N4, ოთახი 19.
ტელეფონი: +995 32 248 01 41, 5595101191, ელ–ფოსტა: info@eeu.edu.ge, k.aptarashvili@eeu.edu.ge