ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელებას, შექმნას საერთაშორისო სტანდარტების საბიბლიოთეკო სივრცე, უზრუნველყოს უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები თანამედროვე წიგნადი ფონდით.
ბიბლიოთეკა საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- ახორციელებს საბიბლიოთეკო საქმიანობის ადმინისტრირებას უნივერსიტეტში;
- თანამშრომლობს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებთან, საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ბიბლიოთეკებთან;
- ახორციელებს ბიბლიოთეკის მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას, და ზრუნავს ელექტრონული კატალოგის მუდმივ განახლება-გაუმჯობესებაზე;
- ზრუნავს საბიბლიოთეკო რესურსების განახლებაზე და საბიბლიოთეკო გარემოს განვითარებაზე;
- შეიმუშავებს ბიბლიოთეკით სარგებლობით წესების, სტანდარტების, საცნობარო/საინფორმაციო მასალებს და ახორციელებს მათ გავრცელებას.
- ზრუნავს საბიბლიოთეკო სერვისების განახლებასა და გაუმჯობესებაზე.
- ახორციელებს ბიბლიოთეკის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.