მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია საგანმანათლებლო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიისა და საკომუნიკაციო გეგმების, უნივერსიტეტის სოციალური პასუხისგებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, უნივერსიტეტის საქმიანობის პოპულარიზაცია.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- შეიმუშავებს და ახორციელებს უნივერსიტეტის ბრენდ-პლატფორმას და მასზე მორგებულ მარკეტინგულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს.
- შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან მიმართებით საკომუნიკაციო გეგმებს;
- გეგმავს და ახორციელებს საუნივერსიტეტო ღონისძიებებს და შესაბამისი არხებით ზრუნავს მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე.
- შეიმუშავებს გეგმებს და ახორციელებს უნივერსიტეტის საკომუნიკაციო და სოციალური დანიშნულების კამპანიებს, საკომუნიკაციო მესიჯებს, პლატფორმების შერჩევასა და რელევანტური არხებით ინფორმაციის გავრცელებას;
- ახორციელებს მედიასთან ურთიერთობას, ამზადებს პრესრელიზებს, საინფორმაციო მასალებს, სიახლეებს და ა.შ.
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის მართვას.
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.