საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესისა და საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტებისა და პერსონალის ინტეგრაციის ხელშეწყობა.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- უზრუნველყოფს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის რეპუტაციის ამაღლებასა და ცნობადობის ზრდას;
- ბუზრუნველყოფს საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას; ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქსელებსა და კავშირებში უნივერსიტეტის გაწევრიანებას;
- ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტებში უნივერსიტეტის ჩართულობასა და საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას;
- ახორციელებს უნივერსიტეტში პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას;
- უზრუნველყოფს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია საერთაშორისო სტუდენტების უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესში.
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.