ფოკუსირება სტუდენზე და სხვა ბენეფიციარებზე
უნივერსიტეტი ისწარფვის, რათა სტუდენტისა და სხვა ბენეფიციარის მოთხოვნებს ადეკვატურად უპასუხოს. ეს მიიღწევა მაშინ თუ დასტურდება რომ მათი მოთხოვნა ემთხვევა უნივერსიტეტის შეთავაზებულ მომსახურებასა და სერვისებს, ხოლო მათი მოლოდინები გამართლებულია.
მაღალი ჩართულობა
EEU-ში მხარდაჭერილია თანამონაწილეობითი პროცესები, სადაც მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რომ ყველა პირი, რომელიც იღებს პროცესებში მონაწილეობას არის კომპეტენტური, უფლებამოსილი და იზიარებს საერთო ღირებულებებს.
ხედვითი/მომავალზე ორინეტირებული მმართველობა
EEU-სთვის პრინციპიულად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მისიის, ხედვის, ღირებულებებისა და მიზნების განსაზღვრაში და განხორციელების პროცესში ჩართული იყოს უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა ბენეფიციარები და მათი ჩართულობა დაეფუძნოს ინსტიტუციის კურსის განსაზღვრისას მდგრადი პროგრესის მიღწევის კონტექსტს.
პროცესზე დაფუძნებული მიდგომები
უნივერსიტეტს გაზრებული აქვს რომ თანმიმდევრული და პროგნოზირებადი შედეგები მიიღწევა უფრო ეფექტურად და ეფექტიანად, როდესაც საქმიანობა გაგებულია როგორც ურთიერთდაკავშირებული პროცესები და იმართება როგორც თანმიმდევრული სისტემა.
მუდმივი გამუჯობესება
EEU-ში ყურადღება გამახვილებულია გაუმჯობესებაზე, პროგრესის დამადასტურებელი მტკიცებულების შექმნაზე, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი წარმატება.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
EEU-ში გადაწყვეტილებები დაფუძნებულია ანალიზზე, ინფორმაციის და მონაცემების შეფასების შედეგებზე.
ურთიერთობების მენეჯმენტი
მდგრადი წარმატების მისაღწევად, EEU განსაკუთრებულად ზრუნავს დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების ეფექტიანობაზე. რადგან მხოლოდ მათთან თანმიმდევრული ურთიერთობით ხედავს უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას, საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებულ პოზიციონირებას.
სოციალური პასუხისმგებლობა
EEU-ს აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა და უზრუნველყოფს მის იმპლემენტაციას.
ხელმისაწვდომობა და თანასწორობა
EEU არის ინკლუზიური, მოქნილი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუცია, რომელიც ახდენს იდივიდუალური და სპეციალური საჭიროების, ინტერესების გათვალისწინებას, ამასთანავე ქმნის ახალ შესაძლებლობებს ხელმისაწვდმობის გასაზრდელად და თანასწორობის მხარდასაჭერად.
ეთიკური ქცევა აკადემიურ სივრცეში
ეთიკური ქცევა არის EEU-ს შესაძლებლობა შექმნას ეთიკური პროფესიული გარემო: სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იმუშავებს სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების ფარგლებში, თავიდან არის აცილებული ინტერესთა კონფლიქტი და თითოეული წევრის საქმიანობა დაფუძნებულია უნივერისიტეტისათვის სარგებლიანობის კონტექსტს.
მონცემთა უსაფრთხოება და დაცვა
EEU აღიარებს ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციებს მონაცემთა უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად და ქმნის გარემოს, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია თანამშრომლობა სრული დარწმუნებით, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი მონაცემების გამოყენების კონტროლი, ხოლო EEU განიხილავს მათ მონაცემებს სათანადო სიფრთხილით და კონფიდენციალურობის დაცვით.