🟠უნივერსიტეტში დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ორიენტირებულია მიღწეული შედეგების განმტკიცებასა და გაუმჯობესებაზე, ინსტიტუციური სარგებლის მოტანაზე და პირდაპირ ეხმიანება უნივერსიტეტის მისწრაფებას მიაღწიოს მდგრად წარმატებას.
📈ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინტენსიურად მუშაობს უნივერსიტეტის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების დროულად და ეფექტურად მიღწევაზე.
📊მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა უნივერსიტეტის წინაშე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზს, მათთან გამკლავების საუკეთესო საშუალებების მოძიებასა და მათი განვითარების შესაძლებლობად გარდაქმნას.
🟣უმაღლესი განათლების სექტორში არსებული ტენდენციები, მიმდინარე ცვლილებები და რეფორმის კონტექსტი მუდმივად აჩენს რისკს, ინსტიტუციამ სათანადოდ ვერ გაიაზროს უნივერსიტეტის წარმატებაზე მოქმედი ის ფაქტორები, რომელიც მუდმივად ჩნდება, ვითარდება, იზრდება ან იკლებს და ამ ცვლილებების კვალდაკვალ უნივერსიტეტი მუდმივად ფოკუსირებული უნდა იყოს დააკმაყოფილოს სტუდენტებისა და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების საჭიროებები და მოლოდინები. რაც კიდევ უფრო ზრდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის როლს ამ პროცესებში და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენების შედეგებზე დაფუძნებით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლების გაზრდა ამ კონტექსტში მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.
🔵ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ხარისხის შეფასების უმნიშვნელოვანესი ნაწილია გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების გაცემა. თუმცა, სამსახურის საქმიანობის სარგებელი გამოიხატება არა მხოლოდ რეკომენდაციების გაცემაში, არამედ − მათ შესრულებაში.
🟢მოცემულ ეტაპზე, სამსახური დადებითად აფასებს რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს. თუმცა აქტიურად მუშაობს მის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე. დაგეგმილია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის განვითარება. ასევე უკუკავშირის მნიშვნელობის შესახებ საუნივერსიტეტო საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესებისათვის ეფექტიანი მექანიზმების გამოყენება.