EEU დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მრავალფეროვან მეთოდებს იყენებს, რომელიც მოიცავს:
- ჩართულობა: დაინტერესებული მხარეები უშუალოდ მონაწილეობენ პროცესში;
- წარმომადგენლობა: დაინტერესებული მხარეების მიერ არჩეული/დანიშნული წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ პროცესში;
- კონსულტაცია: დაინტერესებულ მხარეებთან უზრუნველყოფილია კონსულტაციები, თუმცა თავად არ მონაწილეობენ პროცესებში;
- შემოწმება: უნივერსიტეტი ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების პოზიციას.
დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია მოიცავს სამ ფორმატს:
- ზოგადი კომუნიკაციები: კომუნიკაციები მიმართულია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ან /და ფართო საზოგადოებისათვის;
- მიზნობრივი კომუნიკაციები: კომუნიკაციები მიმართულია დაინტერესებული მხარეების კონკრეტულ ჯგუფებზე;
- პერსონალური კომუნიკაციები: კომუნიკაცია ხდება უნივერსიტეტსა და კონკრეტულად დაინტერესებულ მხარესთან.
EEU-ში დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის ეფექტიანობაზე პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.