აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება Online ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების სერია შემდეგი მიმართულებებით:
- სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
- ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია;
- მეცნიერული ცოდნის ცნება, ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები.
ტრენინგის ,,მეცნიერული ცოდნის ცნება, ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის პრინციპები’’ მიზანია მსმენელს გააცნოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული სამეცნიერო ბაზები და მათი გამოყენების ძირითადი პრინციპები; გააუმჯობესოს მათი უნარ-ჩვევები სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის კუთხით. ტრენინგი ემსახურება საერთაშორისო ელექტრონული ბაზების გამოყენების სტატისტიკის გაზრდასა და სამეცნიერო აქტივობების პოპულარიზაციას.
,,სამეცნიერო კვლევების განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ’’ საინფორმაციო შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტში სამეცნიერო აქტივობების პოპულარიზაცია, კვლევით საქმიანობაში პერსონალის/სტუდენტების ჩართულობის გაზრდა და მიმდინარე სემესტრში დაგეგმილ აქტივობების შესახებ ინფორმირება.
ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის პრეზენტაციის მიზანი კი არის ცენტრის შესახებ მსმენელთა ინფორმირება, მათთვის კვლევითი ცენტრის ძირითადი მიზნების, ფუნქციების გაცნობა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.
ტრენერები:
გიორგი თავაძე, პროფესორი, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის (EEU) ხელმძღვანელი (დეტალურად იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/giorgi-tavadze/) ;
დავით სიხარულიძე, ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი (დეტალურად იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/davitsikharulidze/ )
კონკრეტული სამიზნე ჯგუფების მიხედვით შეხვედრები გაიმართება ეტაპობრივად.
ტრენინგის განრიგი:
- 16.11.2021, 17:00 საათი(სამიზნე ჯგუფი: აკადემიური და მოწვეული პერსონალი)
- 18.11.2021, 15:00 საათი (სამიზნე ჯგუფი: ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები)
- 19.11.2021, 15:00 საათი (სამიზნე ჯგუფი: მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები);
- 22.11.2021, 16:00 საათი (სამიზნე ჯგუფი: EEU-ს საერთაშორისო სტუდენტები).
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური
ფორმატი: დისტანციური, MS Teams
ტრენინგზე დასწრების ბმული: