- სკოლა უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და ადაპტაციის ღრმად გააზრებას ადამიანური ურთიერთობების ისეთ საკვანძო ასპექტებზე, როგორიცაა: ჯანდაცვა, სამხედრო ოპერაციები, პოლიტიკა, იურისდიქცია თუ მხატვრული შემოქმედება.
- სკოლა აერთიანებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, უზრუნველყოფს სპეციფიკურ მექანიზმებს ხელოვნური ინტელექტის გასააზრებლად;
- პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ დარგის წამყვან ექსპერტებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.
პროგრამა იწვევს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებიდან: ფილოსოფია, სამართალი, კომპიუტერული მეცნიერებები. ასევე იწვევს მკვლევრებს, პოლიტიკის ანალიტიკოსებს, იურისტებს /ადვოკატებს, იურიდიული სფეროს ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორში დასაქმებულებს, სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პრაქტიკოს-სპეციალისტებს და ყველა პროფესიონალს, რომელიც დაინტერესებულია, გაიფართოოს არსებული ცოდნა ხელოვნურ ინტელექტსა და მის გავლენაზე საზოგადოებაში.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ხორციელდება ინგლისურ ენაზე.
გადასახადი:
- დისტანციურად : 300 ევრო
- ადგილზე: 380 ევრო
განხორციელების განრიგი: 25-29 ივლისი, 2022
რეგისტრაციის ვადა: 30 ივნისი, 2022.
რეგისტრაციის პროცედურა:
განმცხადებელმა უნდა გადააგზავნოს განახლებული რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.