კურსის შესახებ
უწყვეტი განათლების ცენტრი (EEU) სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის (EEU) ინიციატივით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის იწყებს ტრენინგების სერიას.
ტრენინგების სერიის მიზანია სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი უნარების გაუმჯობესების მხარდაჭერა.
ტრენინგის პირველი ეტაპი იწყება მრავალფეროვანი და მოქნილი საგანმანათლებლო კურსით: ,,სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა და დამუშავების სტრატეგიები’’.
კურსის თემატიკა/პროგრამა
- საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ლიტერატურის მოძიების ტექნიკები;
- მოძიებული ლიტერატურის სანდოობის განსაზღვრა და მისი დამუშავების სტრატეგიები;
- სამეცნიერო ლიტერატურის ციტირების წესები სხვადასხვა სტილის (APA, MLA, Chicago, Harward …) მიხედვით.
კურსი მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც დაეთმობა სტუდენტის მიერ საკუთარი საკვლევი თემის მიხედვით ლიტერატურის სამეცნიერო ბაზებში მოძიებას, მათი ვალიდობის განსაზღვრას, მოძიებული ლიტერატურის დამუშავების სტრატეგიებისა და ციტირების წესების შესწავლას.
ტრენერი
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და ფორმატი
- საკონტაქტო საათების რაოდენობა: 4,5 საათი
- შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: სამი შეხვედრა, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 1,5 საათი
შეხვედრების განრიგი:
- 09 დეკემბერი, 18:00 საათი
- 16 დეკემბერი, 18:00 საათი
- 23 დეკემბერი, 18:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი და ლოკაცია
ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)
შეხვედრაზე დისტანციურად დასწრების ბმული: http://bit.ly/3hRsJsn
პირისპირ ფორმატში შეხვედრის ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, კომპიუტერული კლასი – 402
კურსზე რეგისტრაცია და დაშვების წინაპირობა:
კურსით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/JRSTRxZ1EJn4sVsz8
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 5 დეკემბერი
მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს საუნივერსიტეტო სრული დაფინანსება და კურსი არის უფასო.
კურსისთვის წინამოსამზადებელი დისკუსია
კურსის მონაწილეებს შეუძლიათ, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები თემის ირგვლივ (სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა და დამუშავების სტრატეგიები) და დასვან შეკითხები Padlat პლატფორმის მეშვეობით. იხილეთ Padlat ბმული:
სერტიფიკატი
ტრენინგების სერიის ფარგლებში თითოეული კურსის დახურვის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.