flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

საჯარო ლექცია: „როგორ მუშაობს დეზინფორმაცია: თანამედროვე რუსეთის ამბავი“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით 29 მაისს, 13:00 საათზე, სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პოლონეთსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში  ცნობილი მკვლევრების საჯარო ლექცია: „როგორ მუშაობს დეზინფორმაცია: თანამედროვე რუსეთის ამბავი“.

სპიკერები:

  • კშიშტოფ კოზლოვსკი –  ვარშავის ეკონომიკის სკოლის (SGH) ვიცე-რექტორი სასწავლო და სტუდენტურ საკითხებში, საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (SGH) ხელმძღვანელი. ის ახორციელებს კვლევებს პოლიტიკურ თეორიაზე, მეცნიერებათა მეთოდოლოგიასა და თამაშების თეორიაზე. კშიშტოფ კოზლოვსკი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის შესახებ;
  • ფილიპ ბრიიკა – საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი. ის არის ნატოს საჯარო დიპლომატიის სამმართველოს კვლევითი გრანტებით დაფინანსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროექტების მონაწილე. მისი საექსპერტო სფერო მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს და ნატო/ევროკავშირის კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებს.

მოდერატორი:

  • გრიგოლ ჯულუხიძე –  EEU-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი,ანალიტიკური ცენტრის ,,საგარეო პოლიტიკის საბჭოს’’ დამფუძნებელი და დირექტორი, პოლონეთის პარლამენტის  ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოთა ანალიტიკოსი, მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს ვიშეგრადის სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემებისა და რუსული პროპაგანდის მიმართულება.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოწვეული სტუმრები საჯარო ლექციის მიმდინარეობისას განიხილავენ იმ ელემენტებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო ომის განუყოფელი ნაწილია: როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა მიზნებს ისახავს კრემლის დეზინფორმაციული კამპანია.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხორციელდება წიგნის, „დეზინფორმაციის საწინააღმდეგო პლატფორმა” პრეზენტაცია.

საჯარო ლექციის ბოლოს კი გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია.

შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები

სამუშაო ენა: ინგლისური

შეხვედრის განხორციელების განრიგი: 29.05.2023, 13:00 საათი

ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ი. ენუქიძის ქ. 6
+995 595 101 191
llc@eeu.edu.ge

სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობა დიდ ბრიტანეთში!
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „გენოციდი, ჰოლოკოსტი და შეიარაღებული კონფლიქტები“

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University