2023 წლის 13 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა EEU-ს რექტორის, კახაბერ ლაზარაშვილის საჯარო ლექცია: ,,ურთიერთობები, ჯანმრთელობა და განათლება”.
საჯარო ლექციაზე განხილული იყო განათლება, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და დაავადებების თავიდან აცილების ხელშემწყობი ფაქტორი.
შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკული მაგალითების განხილვას. ღონისძიება მსმენელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
ღია კარის დღის მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ ფოტო-კონკურსს: ,,დაიჭირე მომენტი”, სადაც წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრები.
ღონისძიების დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების, საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობების, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისებისა და უპირატესობების თაობაზე.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი კამპუსი.
EEU-ში გრძელდება სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/eeuabituri/
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8