აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი
გაეროს უმაღლესი განათლების ექსპერტ-კოორდინატორი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამეფო საზოგადოების წევრი, (FRSPH), დიდი ბრიტანეთი
ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი, (FHEA) დიდი ბრიტანეთი
მიმართულებები: განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის მენეჯმენტი
პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, მოწვეული პროფესორი სორბონის უნივერსიტეტში (პარიზი, საფრანგეთი). პროექტის ლიდერი COST-ის სამეცნიერო დეპარტამენტში (პარიზი, საფრანგეთი). Advisory Broad- International Journal of Health, Welness and Socity-ის წევრი. გაეროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ექსპერტ-კოორდინატორი უმაღლეს განათლებაში (UNFPA). საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამეფო საზოგადოების წევრი (FRSPH, დიდი ბრიტანეთი), ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიისა და ჯანსაღი უნივერსიტეტების ბრიტანეთის ასოციაციის წევრი, ხარისხის უზრუნველყოფის ოფიცერი გრინვიჩის უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობტივი საბჭოს წევრი. ანგლია რასკინის უნივერსიტეტის დისერტაციის ხელმძღვანელების მენტორი. უფროსი ლექტორი (ჯანმრთელობის მენეჯმენტი), ხარისხის მენეჯმენტის მოდულის ლიდერი და ხარისხის მართვის ექსპერტი/ხელმძღვანელი საბაკალავრო და სამაგისტრო დისერტაციების/კვლევითი დისერტაციებისთვის ლონდონის არდენის უნივერსიტეტში. პროგრამის დირექტორი დასავლეთ ლონდონის ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა კოლეჯში. მას აქვს ცოდნის მენეჯმენტის სერტიფიკატი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, მაგისტრის ხარისხი რეპროდუქციულ მედიცინაში ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტიდან და EdD განათლების მეცნიერებებში, ლონდონის უნივერსიტეტი (UCL).
პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მომხსენებელი, ვორქშოფებისა და სემინარების, პროფესიული განვითარების პროგრამების მონაწილე. ევრაზიის საერთაშორისო პრიზის მფლობელი.