flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

საექთნო საქმე

ფაკულტეტი: ჯანდაცვის მეცნიერებათა

ფაკულტეტის დეკანი: ნატო ალავიძე

პროგრამის ხელმძღვანელები: ელენე ზურაბიშვილი, ნონა გოშაძე

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 წელი, 240 ECTS

მისანიჭებელი ხარისხი: საექთნო საქმის ბაკალავრი/Bachelor of Nursing (B.N)

პროგრამის სტატუსი: მიმდინარეობს წარმოება აკრედიტაციის მიზნით

სწავლის ყოველწლიური საფასური: 3500 USD

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა:

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა – ინგლისური (მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (85%+1); მათემატიკა, ფიზიკა ან  ქიმია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კანონმდებლობით დადგენილი წესით

პროგრამის უპირატესობები:
პროგრამის მიზანი
სწავლის შედეგები
პროგრამის უპირატესობები:
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა,
  • თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიები და სიმულაციური ცენტრი,
  • პრაქტიკული გამოცდილება წამყვან კლინიკებში,
  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები და პრაქტიკოსი ექთნები,
  • გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები საზღვარგარეთ,
  • კონკურენტუნარიანი სწავლის საფასური და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობა.
პროგრამის მიზანი

საექთნო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • მისცეს ფართო თეორიული ცოდნა საექთნო საქმის პრინციპების, კონცეფციისა და თეორიების, აგრეთვე  საექთნო საქმის საბაზისო ბიოსამედიცინო, კლინიკური, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების შესახებ;
  • გამოუმუშავოს საექთნო პროცესის წარმართვის, მათ შორის, გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს პირველადი დახმარების გაწევის, უნარები;
  • გამოუმუშავოს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა აკადემიური წყაროდან საექთნო საქმის სფეროსთვის რელევანტური სამეცნიერო ლიტერატურის, ინფორმაციის, მონაცემების, მოძიების, შეგროვების, დამუშავების, ანალიზის, ასევე  წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სამეცნიერო კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვით, კვლევითი ხასიათის პროექტის (ნაშრომის) შემუშავების უნარი;
  • გამოუმუშავოს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნების, არგუმენტების, საექთნო საქმის სფეროსთან  დაკავშირებული რთული და გაუთვალისწინებული პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე, ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციის უნარი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.
  • გამოუმუშავოს პროფესიული საქმიანობისას გუნდური მუშაობის  პრინციპების  დაცვით მოქმედების, საკუთარი და გუნდის წევრთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობის წარმართვის, ასევე საკუთარი და გუნდის წევრების საქმიანობის შდეგების ობიექტურად შეფასების უნარია;
  • გამოუმუშავოს ცოდნის მუდმივად  განახლების უნარი, „მთელი  ცხოვრების განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით;
  • გამოუმუშავოს პროფესიული საქმიანობისას კონფიდენციალობის პრინციპებზე დაყრდნობით მოქმედებისა და სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების დაცვის უნარები.

სწავლის შედეგები

საექთნო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:

  1. აღწერს საექთნო საქმის პრინციპებს, კონცეფციებსა და თეორიებს, საბაზისო ბიოსამედიცინო მეცნიერებების, კლინიკური მეცნიერებების, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების თეორიულ საფუძვლებს, სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგიას, სტატისტიკისა და ბიოსტატისტიკის პრინციპებს, ასევე ტელეკომუნიკაციის ბაზისურ ცნებებსა და პრინციპებს. 
  2. კომპეტენციის ფარგლებში აფასებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტის მდგომარეობას ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომების გამოყენებით, საექთნო დიაგნოსტიკის პრინციპების გამოყენებით აანალიზებს საექთნო შეფასების შედეგებს და ახდენს საექთნო დიაგნოზების ფორმირებას მართავს საექთნო პროცესს;
  3. შეიმუშავებს ინდივიდზე და სიტუაციაზე მორგებულ საექთნო მოვლის გეგმას, მოვლის გეგმის მიხედვით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ფარგლებში, პაციენტსა და /ან მის თანხმლებ პირებს აძლევს კონსულტაციებს, განმარტებებსა და რჩევებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს ინფორმირებულ თანხმობას  და აწარმოებს სათანადო სამედიცინო ჩანაწერებს;
  4. განსაზღვრავს პაციენტის სასიცოცხლო ნიშნებს, ახდენს პერიფერიულ ვენეპუნქციას, პერიფერიული ვენის კათეტერიზაციას, სამკურნალო საშუალებების ვენაში შეყვანას, ოქსიგენოთერაპიას, ინექციას კანქვეშ და კუნთში, შარდის ბუშტის კათეტერიზაციას, ნაზო-გასტრალურ ზონდირებას, ტრაქეის სანაციას, ტრაქეოსტომის, დრენაჟებისა და სტომის მოვლას, მედიკამენტების დოზის კალკულაციასა და ადმინისტრირებას, პაციენტის ძირეული მოვლას, იყენებს ინფუზიის მოწყობილობას,  იღებს ელექტროკარდიოგრამას, ცხვირ-ხახიდან ნაცხს, ატარებს სასუნთქი სისტემის ფუნქციურ ტესტებს;
  5. იყენებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, იცავს ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესებს, აცნობიერებს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებს და პროფესიულ მოვალეობებთან მიმართებაში აფასებს მათ;
  6. ამოიცნობს გადაუდებელ და კრიტიკულ სამედიცინო მდგომარეობას, აფასებს სიტუაციას, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით წევს ბაზისურ პირველად დახმარებას, მათ შორის პირველად გადაუდებელ დახმარებას ტრავმის და ანაფილაქსიური შოკის დროს, ატარებს ბაზისურ სიცოცხლის შემანარჩუნებელ (BLS) სარეანიმაციო ღონისძიებებს;
  7. ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას, პაციენტთან და /ან მის თანხმლებ პირებთან, კოლეგებთან, შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროებების განსხვავებული სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და სხვა კუთვნილების მქონე პირებთან, მულტიდისციპლინურ გუნდთან;
  8. პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს სამეცნიერო მიღწევებს, ასევე საექთნო პრობლემების შესაფასებლად მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პრაქტიკასა და კლინიკური აზროვნების სისტემურ მიდგომებს, ასევე წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორებით აფასებს საექთნო/სამედიცინო მომსახურების ხარისხს;
  9. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა აკადემიური წყაროდან მოძიებს, აგროვებს, ამუშავებს, აანალიზებს საექთნო საქმის სფეროსთვის რელევანტურ სამეცნიერო ლიტერატურას, ინფორმაციას, მონაცემებს, შეიმუშავებს კვლევითი ხასიათის პროექტს (ნაშრომს), აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სამეცნიერო კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  10. მსჯელობს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნების, არგუმენტების, საექთნო საქმის სფეროსთან  დაკავშირებული რთული და გაუთვალისწინებული პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე, ზეპირი და წერითი ფორმით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებით.
  11. საექთნო პრაქტიკის ფარგლებში მოქმედებს გუნდური მუშაობის  პრინციპების  დაცვით, წარმართავს საკუთარი და გუნდის წევრთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, ობიექტურად აფასებს საკუთარი და გუნდის წევრების საქმიანობის შედეგებს;
  12. იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ავლენს ცოდნის მუდმივად  განახლების უნარს, „მთელი  ცხოვრების განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით;
  13. საექთნო პრაქტიკის ფარგლებში მოქმედებს კონფიდენციალობის პრინციპებზე დაყრდნობით, იცავს სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმებს, ასევე კლიენტის/პაციენტის ღირსებასა და სამედიცინო პერსონალის უფლებებს.

ჯანდაცვის

  • ფაკულტეტის შესახებ
  • ადმინისტრაცია
  • ფაკულტეტის საბჭო
  • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები და სწავლის საფასური
  • ღონისძიებები
  • კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი
  • კლინიკური ბაზები
  • საკონტაქტო ინფორმაცია
საჯარო მმართველობა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University