
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და EEU-ს უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით გაიმართება ტრენინგების ციკლი: „სწავლებისა და შეფასების მეთოდები სამედიცინო განათლებაში“.
ტრენინგის მიზანია ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლება სამედიცინო განათლების სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის მიმართულებით.
კურსის თემატიკა/პროგრამა:
- სამედიცინო განათლების შეფასების თანამედროვე სისტემის გაცნობა, ცოდნის შეფასება, ღია და დახურული კითხვების ფორმულირება და შედგენა;
- ქმედების შეფასება, ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE); ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE); ორგანიზება და პილოტირება;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის სცენარების შექმნა და ჯგუფების ორგანიზება, PBL სესიების წარმართვა და შეფასება;
- სამუშაო ადგილზე დაფუძნებული შეფასება (WPBA); მინი-კლინიკური შეფასების სავარჯიშო (Mini-CEX), Mini-CEX-ის დემონსტრაცია და დისკუსია; პროცედურულ უნარებზე პირდაპირი დაკვირვება (DOPS), DOPS-ის დემონსტრაცია და დისკუსია.
ტრენერი: აიჰან ს. კალისკან – მედიცინის დოქტორი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებების კოლეჯი, სამედიცინო განათლების დეპარტამენტი.
პროფესორ აიჰან ს. კალისკანს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამედიცინო განათლების ადმინისტრირების, მონიტორინგისა და სწავლა-სწავლების მიმართულებით. ის არის თურქეთისა და ევროპის სხვადასხვა სასერტიფიკაციო საგამოცდო საბჭოს წევრი და შემფასებელი.
ტრენინგის განხორციელების განრიგი, ფორმატი და სამიზნე აუდიტორია:
ტრენინგ კურსი მოიცავს 4 შეხვედრას:
- შეხვედრა 1: 28.05.2025, 10:00 საათი
- შეხვედრა 2: 29.05.2025, 10:00 საათი
- შეხვედრა 3: 30.05.2025, 10:00 საათი
- შეხვედრა 4: 31.05.2025, 10:00 საათი
სამიზნე ჯგუფი: ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალი
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი N1, ირინა ენუქიძის ქ. N6.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!