აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანაორგანიზატორობით სამდღიანი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია: „განათლება-კეთილდღეობის კატალიზატორი“ იმართება
კონფერენციის მიზანია განათლების, როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის განხილვა და ამ სფეროში უნივერსიტეტების როლის პრიორიტიზება, კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება;
კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს: განათლება, სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, სამართალი, ციფრული ტრანსფორმაცია, უნივერსიტეტის დანიშნულება და მისია, განათლების ხარისხი დ ჯანდაცვა;
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, ესპანეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტის 80-ზე მეტი მკვლევარი. კონფერენციის ოფიციალური მხარდამჭერია ისეთი ავტორიტეტული განათლების საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია (AdvanceHE), ხოლო კონფერენციის აკადემიური კომიტეტის წევრები არიან ცნობილი მეცნიერები და გამოცდილი მკვლევარები.
კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა, კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მ/შ ლაშა მარგიშვილმა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტმა, პროფესორმა ჟოზეფ გარელმა და ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის საერთაშორისო დირექტორმა დევიდ თოუვნჰილმა, ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავჯდომარემ გივი მიქანაძემ, პარლამენტის წევრებმა, კონფერენციის აკადემიური და საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ და კომიტეტის უცხოელმა წევრებმა, საერთაშორისო უნივერსიტეტების წამომადგენლებმა და კონფერენციის მონაწილეებმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 80-ზე მეტი მკვლევარი ადგილობრივი და საერთაშორისო ქვეყნებიდან, კონფერენცია მიმდინარეობს სამი დღის მანძილზე, კონფერენციის კრებული გამოიცემა ბეჭდური სახით, ხოლო პუბლიკაციები გამოქვეყნდება საერთაშორისო მაღალარეიტიგულ ჟურნალში (SprigerBriefs).
აღნიშნული კონფერენცია ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში (EHEW) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში იმართება, რომელსაც საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და მეცნიერებთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტების და სამეცნიერო დაწესებულებების მკვლევარები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/agenda-2025.pdf
კონფერენციის ვებგვერდი იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/ehew-2025-tbilisi/?lang=en