აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ გარემოს, რომელიც მიზნად ისახავს ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისთვის უნივერსიტეტის სერვისებზე, ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას.
უნივერსიტეტში მოქმედი ხელმისაწვდომობის პოლიტიკა ეფუძნება თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პრინციპებს და მოიცავს როგორც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, ასევე ციფრულ და დისტანციურ სერვისებს, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რესურსებზე მოქნილ და ფართო წვდომას.
EEU სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისთვის შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.


