საგანმანათლებლო პროგრამაზე “Adobe Creative Campus” მიღება დაიწყო.
პროგრამა მიზნად ისახავს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას სტუდენტებში კრეატიული, ციფრული და ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარების მიმართულებით.
პროგრამა აერთიანებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს და უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის წვდომას თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებზე (Adobe Creative Cloud, Adobe Express, Adobe Firefly და სხვ.), ასევე ხელს უწყობს სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეუფლებიან ციფრულ წიგნიერებას და სწავლობენ ინფორმაციის ეფექტურ კომუნიკაციას ისეთი მიდგომებით, როგორებიცაა ვიდეო მონტაჟი, პოდკასტების შექმნა, მონაცემთა ვიზუალიზაცია და ვიზუალურად მდიდარი დოკუმენტების მომზადება. გარდა ამისა, სტუდენტები სწავლობენ გენერალური ხელოვნური ინტელექტის (Adobe Firefly) ეთიკურ გამოყენებას, რაც მათ ეხმარებათ იდეების სწრაფ გენერირებასა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციაში. სწავლის პროცესში მათ ეძლევათ წვდომა ინდუსტრიის სტანდარტების მქონე პროგრამებზე, მათ შორის Adobe Creative Cloud-ზე, Adobe Express-სა და Firefly-ზე.
საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აქ


