2026 წლის 1 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU), სტუდენტური კლუბი Student Support Community (SSC) და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ღონისძიება – კლინიკური საიდუმლოებების პალატები (Mystery Clinical Chambers) გაიმართა.
ღონისძიებისთვის სტუდენტური კლუბის მიერ სპეციალურად შეიქმნა ინტერაქციული კომპიუტერული თამაშში, რომელიც ორიენტირებული იყო სხვადასხვა კლინიკური შემთხვევებისა და სამედიცინო თავსატეხების ამოხსნაზე, რის შემდეგაც სტუდენტების ამოცანა იყო ვირტუალური პალატიდან დაღწევა და პაციენტის გადარჩენა.
აქტივობის მიზანი იყო სტუდენტებისთვის კრიტიკული აზროვნების, კლინიკური მსჯელობის, შეზღუდულ დროში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
თამაშში აქტიურად ჩაერთო ყველა სემესტრის სტუდენტი, გამარჯვებული გუნდი მედლებით, ხოლო ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.






























































