2026 წლის 4–5 მაისს, ბაქოში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია: „უმაღლესი განათლება: გლობალური პერსპექტივები, ადგილობრივი გავლენა“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის (EEU) წარმომადგენლები:
- პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი
- პროფესორი ვასილ კიკუტაძე – EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი
- პროფესორი დავით სიხარულიძე – EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ემერიტუსი პროფესორი პოლ გიბსი – EEU-ს სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი
პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე: „უმაღლესი განათლების მომავალი: ახალგაზრდების კეთილდღეობის განვითარება უნივერსიტეტებში, მტკიცებულებები საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან.“ პრეზენტაციაში განხილულ იქნა კეთილდღეობის მნიშვნელობა უმაღლეს განათლებაში, ასევე კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს და გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციის წარმომადგენლებთან, მათ შორის ანკარის TED უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან და აზერბაიჯანის უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრების მთავარი თემა იყო სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარება.
კონფერენციამ გააერთიანა საერთაშორისო აკადემიური წრეებისა და უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განსახილველად.








