მიმდინარე წლის 4 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე პირველი სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა.
განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, ნათია გეგელაშვილმა, წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება საქართველოში და მისი გავლენა კარიერულ წარმატებაზე“.
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო პროფესორი დავით სიხარულიძე.
დაცვის პროცედურა მოიცავდა დოქტორანტის კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რასაც მოჰყვა სამეცნიერო დისკუსია. კომისიამ დადებითად შეაფასა კვლევის შედეგები და მიგნებების პრაქტიკული მნიშვნელობა. ნაშრომი ასევე დადებითად შეფასდა ორი საერთაშორისო რეცენზენტის მიერ.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნების – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ირლანდიისა და ავსტრალიის დარგის სპეციალისტებით.
საჯარო დაცვას ესწრებოდნენ EEU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და ასევე, სხვა დაინტერესებული პირები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ნათია გეგელაშვილს სადისერტაციო ნაშრომის წარმატებით დაცვას და უსურვებს მომავალ პროფესიულ და აკადემიურ წარმატებებს!














