XI და XII კლასების მოსწავლეებისთვის იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება!
იმიტირებული გამოცდის მიზანია, აბიტურიენტებს მისცეს შესაძლებლობა, რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში შეამოწმოს საკუთარი ცოდნა, გაეცნოს გამოცდის ფორმატსა და გამოიმუშაოს დროის ეფექტურად მართვის უნარები.
იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა – 31 მაისი
- ინგლისური ენა – 6 ივნისი
გამოცდები ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ტესტებით. ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფენ პროფესიონალი შემფასებლები, რომლებსაც აქვთ ერთიან ეროვნულ საგამოცდო შეფასების პროცესში პრაქტიკული გამოცდილება.
გამოცდის დაწყებამდე მონაწილეებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მათ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო წესების, პროცედურებისა და გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ გამოცდებისა და წინასაგამოცდო მზადებით გამოწვეული სტრესი.
პროგრამის ფარგლებში აბიტურიენტები:
- გაეცნობიან საგამოცდო პროცესის სტრუქტურას;
- გამოავლენენ ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს;
- მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალური გამოცდის გარემოსთან მიახლოებულ პირობებში.
პროექტი სრულად დაფინანსებულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ და მასში მონაწილეობა უფასოა.
EEU-ს იმიტირებულ გამოცდებში მონაწილებისთვის გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/7wPT8MhwjY7AdoTj6
განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
განრიგი: 31 მაისი; 6 ივნისი
სამიზნე ჯგუფი: XI-XII კლასების მოსწავლეები


