flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ახალი შესაძლებლობები EEU-ს სტუდენტებისთვის: გაცვლითი პროგრამები და ორმაგი ხარისხი მილანის კათოლიკას უნივერსიტეტთან ერთად

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ფსიქოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობა იწყება. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა (EEU) და იტალიის საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრს — მილანის კათოლიკას უნივერსიტეტს (Università Cattolica del Sacro Cuore) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებელთა ქცევისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის (Consumer Behaviour & Health Psychology) მიმართულებით პირველი ევროპული ორმაგი დიპლომები გაიცემა.

მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს:

  • სამაგისტრო საფეხური: მომხმარებელთა ქცევისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება და დანერგვა;

  • საბაკალავრო საფეხური: ფსიქოლოგიის მიმართულებით სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელება და ორმაგი ხარისხის მინიჭება;

  • ამასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ გაცვლითი პროგრამები განხორციელდეს მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.     

ფსიქოლოგიის მიმართულებით აღნიშნული ინიციატივა უნიკალურია ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისეთ ინტერდისციპლინურ სფეროში, როგორიც არის ფსიქოლოგია, ქართული და ევროპული დიპლომები მიიღონ.  

მემორანდუმს ხელი  მილანში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. სადაც ქართული დელეგაცია იტალიური უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფებოდა, სამუშაო შეხვედრები  განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელ პირებთან გაიმართა.    

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით: „უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით გავაფართოვოთ  სტუდენტების განვითარების შესაძლებლობები და მუდმივ პროცესში ვახორციელებდეთ განათლების ხარისხის ზრდის პროცესს.“  

მომხმარებელთა ქცევის ფსიქოლოგია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მოთხოვნადი დარგია, რომელიც კრიტიკულ როლს ასრულებს თანამედროვე ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში მომზადებული კადრები უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის დეფიციტური სექტორების შევსებას: ჯანდაცვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაში; ბიზნესსა და მარკეტინგში – მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებისთვის; ციფრულ ტექნოლოგიებში – მომხმარებლის გამოცდილების ანალიზისა და ქცევითი მოდელირებისთვის და ა.შ.; 

პროექტის უნიკალურობას განაპირობებს პარტნიორი მხარის მასშტაბიც: Università Cattolica del Sacro Cuore იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრია, რომელიც ფსიქოლოგიის, მედიცინისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით უმაღლესი დონის აკადემიური სკოლებით გამოირჩევა.  

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ამ თანამშრომლობით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტად აძლიერებს აკადემიურ მიმართულებას და თანმიმდევრულად ახორციელებს უნივერსიტეტის სტრატეგიას – განავითაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო და მისცეს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო მობილობისა და გლობალურ სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის ფართო შესაძლებლობები.  

bm.ge
interpressnews.ge
edu.aris.ge

EEU-ში მოსწავლეთა და სტუდენტთა IV ერთობლივი კონფერენცია გაიმართა: ,,ახალი თაობა ციფრული სამყაროსთვის – განათლება, ხელოვნური ინტელექტი (AI) და კიბერუსაფრთხოება”
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ლექციათა ციკლი: „ეკლესია და სახელმწიფო” გაიმართა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University