flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU-ში მოსწავლეთა და სტუდენტთა IV ერთობლივი კონფერენცია გაიმართა: ,,ახალი თაობა ციფრული სამყაროსთვის – განათლება, ხელოვნური ინტელექტი (AI) და კიბერუსაფრთხოება”

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით მოსწავლეთა და სტუდენტთა IV ერთობლივი კონფერენცია – „ახალი თაობა ციფრული სამყაროსთვის – განათლება, ხელოვნური ინტელექტი (AI) და კიბერუსაფრთხოება“ გაიმართა. კონფერენციაში 100-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით 20-ზე მეტი სკოლის მოსწავლე და EEU-ს სტუდენტი.

კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, სამეცნიერო ინტერესების წახალისება და თანამედროვე განათლების გამოწვევების განხილვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. კონფერენცია ასევე ემსახურებოდა განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული იდეების წარმოჩენასა და მომავალი თაობის მკვლევართა პროფესიულ გაძლიერებას.

კონფერენცია გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა  ქეთევან აფთარაშვილმა.  მონაწილეებს და დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ EEU-ს რექტორი, პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი და ვიცე-რექტორი რუსუდან ჩიქოვანი. ‘

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო EEU-ს პროფესორი და საქართველოს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი ავთანდილ გაგნიძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: ხელოვნური ინტელექტი განათლებაში (გამოწვევები და პერსპექტივები)

კონფერენცია მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
კონფერენცია მიმდინარეობდა ორ პარალელურ სესიად:
  • სესია I – ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და ციფრული განათლება (მოდერატორები: ასოც. პროფ. ქეთევან აფთარაშვილი, ასოცირებული პროფესორი სერგო დურგლიშვილი, ასისტენტ-პროფესორი ნათია გეგელაშვილი);
  • სესია II – განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერდისციპლინური პერსპექტივები (მოდერატორები: ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასისტენტ-პროფესორი ელენე ზურაბიშვილი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი თათანაშვილი, ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბენიაშვილი).

სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა კერძო და საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებმა როგორც თბილისის (თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 126-ე, 32-ე, 208-ე, კომაროვის 199-ე, 30-ე, 118-ე საჯარო სკოლები, კერძო სკოლა ,,ათასწლეული’’, „ალბიონი’’, „სხივი“, „კანდიდი და სხვა), ისე სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან მიიღეს: დუშეთი, გარდაბანი, ზესტაფონი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა წარადგინეს 33 მოხსენება, რომლებიც შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას განათლებასა და კლინიკურ პრაქტიკაში, კიბერუსაფრთხოებას, კიბერბულინგის პრევენციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ციფრულ ტრანსფორმაციას, ინკლუზიურ განათლებას, მასწავლებელთა კეთილდღეობას, სტუდენტურ მობილობას, არქიტექტურასა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირს, ასევე ახალგაზრდების ციფრულ კულტურასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს.

კონფერენციის პროგრამა იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/AI-2026-6.pdf

კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, EEU-ს სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენცია წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი იდეები, კვლევითი მიგნებები, მოსაზრებები და პრაქტიკული გამოცდილება.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები,  ხოლო სამეცნიერო ხელმძღვანელებს ახალგაზრდებში საქმიანობის პოპულარიზაციისა და კონფერენციის მონაწილეთა ეფექტიანი ხელმძღვანელობისთვის გადაეცათ მადლობის სიგელები.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:
  • ქეთევან აფთარაშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი);
  • ანი ყველაშვილი (წევრი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე);
  • ანა მაისურაძე (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის კოორდინატორი);
  • ანა ახალკაცი (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის სტაჟიორი);
  • მარიამ წიკლაშვილი (წევრი, EEU-ს განათლების დეპარტამენტის უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის სტაჟიორი);
ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
+995 32 248 01 41;
education@eeu.edu.ge

ახალი შესაძლებლობები EEU-ს სტუდენტებისთვის: გაცვლითი პროგრამები და ორმაგი ხარისხი მილანის კათოლიკას უნივერსიტეტთან ერთად

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University