23 მაისს, 10:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 12-საათიანი ჰაკათონი – „ციფრული სტუდენტური ცხოვრება“ გაიმართება.
ჰაკათონის მთავარი მიზანია ისეთი იდეებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც გაამარტივებს სასწავლო პროცესს, სტუდენტურ ცხოვრებას, კომუნიკაციასა და პროდუქტიულობას.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე და წარმოადგინონ ინოვაციური პროექტები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებსა და სტუდენტებს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში.
ჰაკათონზე შეგიძლია შექმნა: აპლიკაციები, ვებ-პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისები, UX/UI კონცეფციები, ციფრული პროდუქტების პროტოტიპები და სხვა.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებს. მონაწილეობა გუნდურია და თითოეული გუნდი 3-5 წევრისგან უნდა შედგებოდეს.
ღონისძიება ჩატარდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში და მოიცავს ტრენინგებს, მენტორინგის სესიებს, ქსელური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებს, ასევე პროექტების წარდგენას ჟიურის წინაშე.
ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი 1000 ლარის ოდენობის ფულად პრიზს მიიღებს.
12 საათის განმავლობაში მონაწილეებს ელოდებათ:
- Welcome Breakfast;
- ტრენინგები და მენტორინგი;
- Networking;
- ლანჩი და Coffee Break;
- Pitch Presentation ჟიურის წინაშე.
თუ გაქვს იდეა, რომელიც მოსწავლეების ან სტუდენტების ცხოვრებას გაამარტივებს, შემოგვიერთდი და აქციე შენი ინიციატივა რეალურ პროექტად.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/FMmPg
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!


