2026 წლის 10, 11 და 12 ივლისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
დაცვაზე მოწვეული იყვნენ განათლების პროგრამის განმახორციელებელი პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე სამაგისტრო ნაშრომები წარმოადგინეს და წარმატებით დაიცვეს სტუდენტებმა. წელს დაცვაზე ასევე წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსში განათლები მეცნიერებების ფაკულტეტის გაიმარჯვებული სტუდენტების ნინო ზედგინიძის და გვანცა ჩივაძის კვლევითი ნაშრომები.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიამ, სამეცნიერო ხელმძღვანელებმა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა მიულოცეს მაგისტრანტებს კურსის დამთავრება, უსურვეს პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა!

























































