2026 წლის 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ვორქშოფი თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისათვის: გამოწვევები და შესაძლებლობები“.
ვორქშოპს გაუძღვება ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვიცე-პრეზიდენტი, ბრეშას უნივერსიტეტის პროფესორი და GARR-ის კონსორციუმის პრეზიდენტი (იტალია) მაურიციო ტირა, რომელიც წარმოადგენს განათლების მდგრადობის მიმართულებით EUA-ს ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს „განათლება 2030-ის მიღმა“.
ვორქშოპის მიზანია მდგრადი განვითარების პროცესში უმაღლესი განათლების როლის განხილვა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მდგრადობის პრინციპების ინტეგრირებას სწავლებაში, კვლევაში, უნივერსიტეტის მართვასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაუმჯობესებაში.
ვორქშოპზე მოწვეულნი არიან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის უნივერსიტეტები. ღონისძიება შექმნის სივრცეს განათლების პოლიტიკის, ხარისხის უზრუნველყოფისა და საუნივერსიტეტო საქმიანობის წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.


