2026 წლის ოქტომბერში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვიცე-პრეზიდენტი, ბრეშის უნივერსიტეტის პროფესორი და იტალიის GARR-ის კონსორციუმის პრეზიდენტი მაურიციო ტირა ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მან საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „დაგეგმარება და მიწის მართვა ურბანული დინამიკისთვის“.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ურბანული დაგეგმარებისა და მიწის მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე ურბანულ განვითარებასა და დინამიკასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები.
საჯარო ლექციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი ესწრებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.


























