აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ’’სამეცნიერო შრომების კრებული’’ არის ორენოვანი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება, სიახლის შექმნა, მეცნიერების განვითარება და სხვადასხვა დარგში განხორციელებული უახლესი კვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ჟურნალი რეგისტრირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა/პორტალებში (Google Scholar, ResearchGate, DSpacenplg.gov)
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასური: 100 ლარი
EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და მნიშვნელოვანი თარიღები:
- ქართულენოვანი სამეცნიერო ნაშრომის (ანოტაციასთან ერთად) მიღების ბოლო ვადა 7 თებერვალი, 2025;
- სტატიების რეცენზირება – მარტი/აპრილი, 2025
- რეცენზენტის რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულებული ქართულ და ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა – 29 ივნისი, 2025
- კრებულის გამოცემა – სექტემბერი, 2025
წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული N5’’.
განსაზღვრული ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ N1 დანართში.
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია:
თათია ღერკენაშვილი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის კოორდინატორი