ჯანდაცვის ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პოფესორი ნატო ალავიძე
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 წელი, 360 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი/ Doctor of Medicine
სწავლის საფასური: 5000 დოლარი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის მიზნები:
- სამედიცინო განათლება შეუსაბამოს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს;
- უზრუნველყოს თანამედროვე სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი სამედიცინო განათლება;
- უზრუნველყოს სამედიცინო კადრების მზადება ახალი საინფორმაციო და სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებით;
- მისცეს კურსდამთავრებულს სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი საბაზისო, კლინიკური, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების საფუძვლების ცოდნა;
- გამოუმუშავოს უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების აუცილებლობის მოტივაცია;
- გამოუმუშავოს სამედიცინო ინფორმაციის მოპოვების, კრიტიკულად შეფასების, გამოყენების უნარი კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტად და პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
- გამოუმუშავოს კლინიკური, ბიოსამედიცინო და ქცევითი მეცნიერებების ცოდნის ინტეგრაციით საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების უნარები.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
- დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის გადალახვა გარდა ინგლისური ენის გამოცდისა. ინგლისურ ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 85%.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების B2 დონეზე დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა. ასეთის არარსებობის შმთხვევაში უნივერსიტეტი ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნის დონეს მის მიერ შემუშვებული რეგულაციების თანახმად.
აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.