
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და პერსონალის მართვის სისტემის ეფექტიანად განხორციელება.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- ზრუნავს პერსონალის მართვის თანამედროვე სისტემების ადაპტირებასა და დანერგვაზე;
- ხელს უწყობს მაღალი პოტენციალის მქონე კომპეტენტური და მოტივირებული პერსონალის მოზიდვაზე და მართავს მათი დაქირავების პროცესს;
- ზრუნავს უნივერსიტეტში კორპორატიული კულტურის განვითარებაზე.
- მართვას ახალი პერსონალის ადაპტაციის პროცესს;
- შეიმუშავებს და მართვას პერსონალის შრომითი მოტივაციის სისტემას;
- უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას;
- შეიმუშავებს პერსონალის შეფასების სისტემას და უზრუნველყოფს მის დანერგვას;
- გეგმავს და კოორდინაციას უწევს პერსონალის განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული ღონისძიებებს.
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.