სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი წარმოდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზანია დოქტორანტურის საფეხურზე სწავლა-სწავლებისა და კვლევის პროცესის განვითარება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა.
ცენტრი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- მონაწილეობს უნივერსიტეტის კვლევითი ეთიკის სტანდარტებისა და სწავლა-სწავლების პოლიტიკის დანერგვა-განვითარების პროცესებში;
- მონაწილეობს სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესებში;
- ზრუნავს სადოქტორო საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაზე;
- შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის მხარდამჭერ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
- ახორციელებს დოქტორანტების კვლევითი უნარებისა და კვლევითი პოტენციალის შესწავლას, შეფასებას და ზრუნავს მათ განვითარებაზე;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დოქტორანტთა კონსულტირებასა და მხარდაჭერას;
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.