აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორის მიერ წარმოდგენილი იქნა სამეცნიერო კვლევა: ,, ურთიერთობებისა და სექსუალური განათლების განვითარება უმაღლეს განათლებაში: აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსების შეხედულებათა კვლევა საქართველოში“. სამეცნიერო კვლევა ჩატარებულ იქნა EEU-ს მეცნიერთა მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანმა ევროპულმა და საერთაშორისო ინსტიტუციების WFME (World Federation for Medical Education), EUA-CDE (EUA Council for Doctoral Education), ORPHEUS-ის (The Organisation for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) წარმომადგენლებმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ: სამედიცინო განათლების მიმართულებით საერთაშოროდ აღიარებული ექსპერტები და ლიდერები: ჰარმ პიტერსი – ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტი, დევიდ გორდონი – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ჰასგალი – ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი და ა.შ.