პირობები:
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს ან დიპლომს არაუგვიანეს დაფინანსების დანიშვნამდე.
სტიპენდია ფარავს:
- მთლიან სამაგისტრო პროგრამას გერმანიის სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უნივერსიტეტში;
ან
- სწავლების ერთ წელს გერმანიაში იმ მაგისტრანტებისათვის, რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოში. გერმანიაში სწავლის პერიოდში აღებული აკადემიური კრედიტები აღიარებული უნდა იყოს ადგილობრივი (ქართული) უნივერსიტეტის მიერ, ამასთანავე, გერმანიაში სწავლის შედეგად არ უნდა გაიზარდოს ადგილობრივ (ქართულ) უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა და მაგისტრანტმა უნდა დაასრულოს სწავლა სტანდარტულ ვადაში.
გერმანიაში დაწყებული სამაგისტრო პროგრამა არ ანაზღაურდება DAAD – ის მიერ.
დაფინანსების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მაგისტრანტის მიერ არჩეული სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაზე და მოიცავს 10 დან 24 თვეს.
სტიპენდიის ღირებულება არის 861 ევრო თვიურად და არ ითვალისწინებს სწავლის გადასახადს..
ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კანდიდატების შერჩევა მოხდება მათი აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით.
რეგისტრაციისა და დამატებითი დეტალებისათვის DAAD – ის სამაგისტრო პროგრამებზე გამოცხადებული სტიპენდიის თაობაზე ეწვიეთ ვებგვერდს.