
ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ვასილ კიკუტაძე
პროგრამის ხელმლძღვანელი: პროფესორი შალვა მაჭავარიანი, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი/Doctor of Business Administration
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლის საფასური: 2500 ლარი (ერთი წელი)
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის უპირატესობები:
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აგებული პროგრამის სტრუქტურა, სადაც ოპტიმალურად არის შერწყმული სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი;
- სწავლებისა და კვლევის უმდიდრესი გამოცდილების მქონე უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესორები, მეცნიერები, მკვლევრები;
- სამეცნიერო კვლევის უმაღლესი სტანდარტი, დოქტორანტის დარგობრივი და მეთოდოლოგიური დახელოვნება;
- დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი უნარების ჩამოყალიბება, მისი მომზადება მომავალი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის;
- სტუდენტთა კვლევითი საქმიანობის მოტივაციის მხარდაჭერის მიზნით, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმები;
- თავისუფალი წვდომა უახლეს დარგობრივ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებზე ელექტრონული და მატერიალური ფორმით, საერთაშორისო ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზებზე;
- სტუდენტის პროფესიული განვითარებისათვის სეზონური სკოლები, სემინარები და სპეციალური კურსები საუნივერსიტეტო დაფინანსებით;
- გაცვლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;
- სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების, პუბლიკაციების უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში გამოქვეყნების შესაძლებლობა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში ნაშრომების გამოქვეყნების შესაძლებლობა.
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
- ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ასევე, პროგრამაზე ჩაბარება შეუძლია პირს, რომელსაც გააჩნია მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში და აქვს ბიზნესის მართვის გამოცდილება.
- საუნივერსიტეტო გამოცდები: ტესტირება ინგლისურ ენასა (B2 დონე) და ინტერვიუ დარგობრივ კომისიასთან
- ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში.