კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელები:
- პროფესორი, დოქტორი რიჩარდ გეიბელი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორი;
- პროფესორი, დოქტორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო საკითხებში.
კონფერენციის მიზანი:
თანამედროვე პირობებში ციფრული მენეჯმენტის შესაძლებლობების შეფასება, ტექნოლოგიური ცვლილებების წარმოჩენა და კომერციალიზაციის პერსპექტივები;
კონფერენცია ფარავს შემდეგ საკითხებს:
გაციფრება, ციფრული გარდასახვა, ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დიდი მასივი (Big Data), ბლოკჩეინი, ონლაინ მარკეტინგი, მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, ციფრული სამართალი, ციფრული სოციალური ინოვაცია, ციფრული ეთიკა.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია:
დოქტორანტურის სტუდენტები, პოსტ-დოქტორანტები, მკვლევარები და დარგის სპეციალისტები კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტებიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- განაცხადის (Application form) და ანოტაციის (A4 ფორმატი, არაუმეტეს 300 სიტყვისა) წარმოდგენა;
- სამეცნიერო-პრაქტიკული საკონფერენციო ნაშრომის (Conference paper) წარმოდგენა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- განაცხადისა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 30 სექტემბერი, 2022;
- შერჩეული ავტორების შეტყობინება – 10 ოქტომბერი, 2022;
- სამეცნიერო-პრაქტიკული საკონფერენციო ნაშრომის პრეზენტაციასთან (PPP) ერთად წარმოდგენის ბოლო ვადა – 31 ოქტომბერი, 2022;
მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა შესრულდეს ინგლისურ ენაზე და გაიგზავნოს განსაზღვრული ვადების დაცვით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sciencepapers@eeu.edu.ge (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).
მოთხოვნები საკონფერენციო ნაშრომისა და ანოტაციის შესასრულებლად იხ. დანართ 1-ში.
წარმოდგენილი ნაშრომების გამოქვეყნება: სარედაქციო საბჭო შეარჩევს ინოვაციურ სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნდება კრებულის სახით.
კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის გამოქვეყნების საფასური: უფასო
კონფერენციის ენა: ინგლისური
დროის ლიმიტი: პრეზენტაცია – 20 წთ; კითხვა-პასუხი – 10 წთ.
კონფერენციის კოორდინატორები:
თათია ღერკენაშვილი – კოორდინატორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი