ქეთევან აფთარაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის უფროსის მ/შემსრულებელი. იგი პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაზე, მათ შორის: სტუდენტური სერვისების განვითარება, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების პროცესის ადმინისტრირება, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობა;
ქეთევან აფთარაშვილი წლებია აქტიურად ეწევა საქმიანობის განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ამავე დროს არის სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი;





მარიამი ლიკლიკაძე არის განათლების დეპარტამენტის ქვესტრუქტურული ერთეულის – უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის უფროსი. იგი პასუხისმგებელია ცენტრის ეფექტიან მართვაზე, უწყვეტი განათლების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების ადმინისტრირებაზე, შესაბამისი ინსტრუმენტებისა და ინსტრუქციების შემუშავებაზე უწყვეტი განათლების პროგრამებისა/კურსებისთვის, ასევე უწყვეტი განათლების პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაზე.
ანა მაისურაძე არის EEU-ს განათლების დეპარტამენტის ქვესტრუქტურული ერთეულის – უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის სპეციალისტი.