
განათლების დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ სტრუქტურულ ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტში ერთიანი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების უზრუნველყოფა, სტუდენტური სერვისების განვითარება, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება. დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის სამი ქვესტრუქტურული ერთეული: სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და სტუდენტური სერვისების განყოფილება; ენების ცენტრი; უწყვეტი განათლების ცენტრი.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნების მიღწევისთვის:
- ახორციელებს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ადმინისტრირებასა და კოორდინირებას;
- ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სასწავლო პროცესში;
- ახორციელებს სტუდენტურ სერვისებს და ზრუნავს მათ განვითარებაზე;
- უზრუნველყოფს სტუდენტის საჭიროებებზე ორიენტირებული და კარიერული მხარდაჭერის სერვისების მიწოდებას;
- ახორციელებს სასწავლო პროცესის მართვასთან დაკავშირებული, უნივერსიტეტში არსებული ელექტრონული პლატფორმების ადმინისტრირებას და კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს მათ განვითარებაზე;
- ხელს უწყობს სტუდენტების, კურსდამთავრებულების, უნივერსიტეტის პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას;
- ადგენს პროგრამაზე სტუდენტთა, ჩარიცხვის მსურველ პირთა ენობრივი კომპეტენციის დონეს და ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე.
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.